სამართალი
საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქე ვლადიმირ ც. დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სადახლოში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 13,8 გრ ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინის შემცველი 46 კაფსულა ამოიღეს.