პოლიტიკა
სუდანი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებდა

sudanსააგენტო "რეგნუმი" ახალი სახელმწიფოების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორზე, ალექსეი მარტინოვზე დაყრდნობით იუწყება, რომ სუდანი მზად იყო აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინა. ალექსეი მარტინოვი აცხადებს:

"საკუთარი შიდა სეპრატიზმის პრობლემის რეფერენდუმის გზით გადაწყვეტის მოტივით, სუდანი მზად იყო, 2008 წელს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ხომ სწორედ რეფერენდუმის გზით არის გამოცხადებული და გამტკიცებული. თუმცა 2008-2009 წლებში სუდანის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაწყებული კონტაქტები სხვადასხვა მიზეზების გამო ჩაიშალა, თუმცა რატომ მოხდა და რატომ ჩაერივნენ სხვადასხვა ჩინოვნიკები ასე უხეშად ამ საქმეში, დღემდე გამოცანად რჩება".

როგორც სააგენტო იუწყება, სუდანში დღეს სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობის გამოცხადების თაობაზე ერთკვირიანი რეფერენდუმი დაიწყო. რეფერენდუმი გამოარკვევს, აფრიკის ყველაზე დიდი სახელმწიფო - სუდანი სამხრეთად და ჩრდილოეთად გაიყოფა თუ კვლავ ერთიანი ქვეყანა იქნება.