პოლიტიკა
პრემიერი კვირიკაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ადამიანური რესურსებისა და სოციალური უსაფრთხოების მინისტრს იან ვეიმინს შეხვდა

 საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის დინამიკას და ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო ეკონომიკური პარტნიორია. მხარეებმა ისაუბრეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ადამიანური რესურსებისა და სოციალური უსაფრთხოების სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულ მემორანდუმზე, რაც ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას შრომისა და სოციალური უსაფრთხოების სფეროში, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების გზით.