აქტუალური
EIB-მა ენგურჰესისთვის 20 მილიონი ევრო გამოყო

fot-ekonევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) 7 იანვარს განაცხადა, რომ 20 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტს გამოუყოფს საქართველოს ენგურის ჰიდროელექტროსადგურისა და კასკადის ვარდნილჰესებიდან პირველის რეაბილიტაციის დასასრულებლად.

კრედიტი ენგურჰესის სულ ხუთი აგრეგატიდან ორის რეაბილიტაციას მოხმარდება (დანარჩენი სამის რეაბილიტაცია დასრულებულია). თანხის ნაწილი კი ენგურჰესის კომპლექსში შემავალი პირველი ვარდნილჰესის წყალგამტარი არხის რეაბილიტაციაზე დაიხარჯება, რაც, პროექტის თანახმად, ხელს შეუწყობს შავ ზღვაში წყლის უსაფრთხო გადინებას.

EIB-ი ამ პროექტის თანადამფინანსებელია. ამას გარდა, 20 მილიონ ევროს სესხის სახით ცალკე გამოჰყოფს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ხოლო ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის საინვესტიციო ფონდი 5 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს დაუმატებს.