აქტუალური
თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან სასტუმრო „თბილისი რუმსში“ ორმხრივი შეხვედრა გამართა.

 შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით გატარებულ რეფორმებზე და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

 საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალურ მდივანს ახალი სტრატეგიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ლევან იზორიას განცხადებით, ახლო მომავალში უწყებათაშორის ფორმატში აქტიურად დაიწყება ამ სტრატეგიაზე მსჯელობა. ამ სამოქმედო გეგმის მთავარი მიზანია, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ შეიარაღებული ძალების გაწვრთნას ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით. ასევე მოვახდინოთ ჩვენი შეიარაღების მნიშვნელოვანი გადახალისება უფრო თანამედროვე ტექნიკით. რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა გავხადოთ მდგრადი და სტაბილური იმიტომ, რომ ჩვენი თავის დაცვა ჩვენ უნდა შევძლოთ. ჩვენ თვითონ უნდა გვქონდეს უნარები, გავუმკლავდეთ საფრთხეებს და შევამციროთ ისინი. მთავარი მიზანი ჩვენს პარტნიორებთან ერთად არის თავდაცვის ინსტიტუციონალური მშენებლობა“, - განაცხადა ლევან იზორიამ.