უცხოეთი
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შავი ზღვის თავზე აშშ–ის თვითმფრინავების გამოჩენის შესახებ აცხადებს

 საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი  იგორ კონაშენკოვი აცხადებს,  აშშ-ს საზღვაო ძალების  მზვერავმა თვითმფრინავმა P-8 "Poseidon"  ოთხშაბათს, ორჯერ სცადა რუსეთის საზღვართან მიახლოება,  შავი ზღვის აკვატორიაში ტრანსპონდერების ჩართვის გარეშე.

 „2016 წლის 7 სექტემბერს აშშ–ის სამხედრო–საჰაერო ძალების მზვერავი–თვითმფრინავები P-8 "Poseidon" ორჯერ შეეცადნენ რუსეტის ფედერაციის სახელმწიფო საზღვართან მიახლოებას შავი ზღვის თავზე, ჩართული ტრანპონდერების გარეშე. ბელბეკის ავიაბაზიდან ჰაერში აფრენილი იქნა მორიგე გამანადგურებლები Су-27“, – განაცხადა კონაშენკოვმა.

 „რუსული მოიერიშე თვითმფრინავმა Su-27  შავ ზღვაში სახიფათო მანევრი გააკეთა და ამერიკის საპატრულო თვითმფრინავს Poseidon P-8 საშიშ მანძილზე მიუახლოვდა, - აცხადებს , თავის მხრივ, პენტაგონის წარმომადგენელი. 

  "აშშ საზღვაო ძალების თვითმფრინავსა და გემებს რეგულარულად კვეთენ რუსული ძალები ამ რეგიონში და უმეტეს შემთხვევაში ეს მანევრები უსაფრთხოა და პროფესიულად ტარდება, თუმცა  ჩვენ შეშფოთებულები ვართ ასეთი სახიფათო მანევრების, როგორც ეს იყო", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.