საზოგადოება
პრემიერ-მინისტრმა ოთარ დანელიას მადლობა გადაუხადა

 საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაწეული ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ოთარ დანელიას, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრის რანგში მინისტრთა კაბინეტის სხდომას ბოლოჯერ დაესწრო.

 მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომელიც ქვეყნისთვის უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან მას ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც აქვს.

 „ამ მიმართულებით ჩვენ უნდა განვაგრძოთ რეფორმები ოთართან ერთად პარლამენტიდან. ჩვენ ჩასატარებელი გვაქვს უმნიშვნელოვანესი სამუშაო, ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციური სივრცის ევროპასთან ჰარმონიზაციის კუთხით. ამ მიმართულებით ოთარის კომპეტენცია და გამოცდილება და გაკეთებული წარმატებული საქმეები ჩვენი რეფორმების შემდგომი წარმატებების ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ოთარ დანელიას წარმატებები უსურვა.