სამართალი
საარჩევნოდ საერთაშორისო მედიაცენტრი შეიქმნება

 საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. წინასაარჩევნო პროცესისა და არჩევნების პერიოდის სათანადოდ გაშუქების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში საერთაშორისო მედიაცენტრი შეიქმნება - ამ საკითხის ორგანიზება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძეს სთხოვა.
„უმნიშვნელოვანესია, წინასაარჩევნოდ და არჩევნების პერიოდშიც მედიას მივცეთ საშუალება, კომფორტულად იმუშაოს, კარგად გაშუქდეს წინასაარჩევნო პროცესი და არჩევნები. ჩვენი სურვილია, ჟურნალისტებს, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს ჰქონდეთ მაქსიმალურად კარგი პირობები იმისთვის, რათა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმუშაონ საქართველოში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.