პოლიტიკა
თემურ ჭკუასელი მაჟორიტარობის კანდიდატი აღარ იქნება

 საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. "ქართულმა ოცნებამ" ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ჭკუასელი ახალი კანდიდატით შეცვალა.

 პოლიტსაბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ჭკუასელის ნაცვლად დეპუტატობის კანდიდატი ნინო წილოსანი იქნება.

 აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს თემურ ჭკუასელიც.

 "ვიდრე პრემიერი კანდიდატად დამასახელებდა, მანამდე იყო საუბარი, რომ მე ვიქნებოდი სიაში და კანდიდატი იქნებოდა წილოსანი. მაგრამ მაშინ, როგორც ვიცი, წილოსანი ოჯახური სიტუაციის გამო ვერ დააყენეს. ამიტომ მე მთხოვეს, კენჭი მეყარა. თუმცა, გუშინ  პოლიტსაბჭოს სხდომაზე პრემიერმა მთხოვა, რომ გადამენაცვლა პროპორციულ სიაში და ჩემს ნაცვლად კანდიდატად წილოსანს წარადგენდნენ", - განაცხადა ჭკუასელმა.