რედაქტორისგან
საქინფორმი უფლებამოსილია განაცხადოს

polit2საქართველოში ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც ქართველი ხალხის ნდობა არ დაუკარგავს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაა, ხოლო მისი წინამძღვარი - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთისა და თბილისის არქიეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, საყოველთაოდ პატივცემული და საყვარელი პიროვნება, ვისზეც ქართველი საზოგადოება დიდ იმედებს ამყარებს რუსეთის ფედერაციასთან კეთილმეზობლური სახელმწიფოებრივი ურთიერთობების აღდგენის, აფხაზებსა და ოსებთან ერთიან ძმურ ოჯახად ხელახალი გაერთიანების საქმეში.

თუმცა სახელმწიფოში არიან ძალები, რომელთათვისაც ხელსაყრელი არაა კონფლიქტების დარეგულირება. მოვლენათა ამგვარი განვითარებისას მათი ბოლო წლების ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა გამოაშკარავდება და კანონის წინაშე პასუხისმგებლობა მოუწევთ. ეს გავლენიანი ადამიანები წარმოდგენილნი არიან როგორც ხელისუფლებაში, ისე არასამთავრობო სექტორში და ტოტალურ კონტროლს ახორციელებენ სახელმწიფოში მიმდინარე ყველა პროცესზე, აღარაფერი რომ არ ვთქვათ მედიის, კერძოდ, ტელეარხების: „რუსთავი 2“-ის, „იმედის“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „მზე“-ს, „რეალ TV“-ის, „რეგიონ TV“-ისა და სხვათა ცენზურაზე (რაც ახლახან საქართველოში აშშ-ის ელჩის, ბატონ ჯონ ბასის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა).

ბოლო ხანს ამ ტელეარხებით წარმოიშვა ისტერია, რომლის მიზანიც ქართულ და რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის განხეთქილების ჩამოგდება, რუსეთისა და საქართველოს პატრიარქების ურთიერთობის დისკრედიტებაა.

პირველად ეს 2010 წლის 25 დეკემბერს მოხდა, როცა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მისი ინტრონიზაციის 33-ე წლისთავი მიულოცა, რომელშიც უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სულიერ წოდებებში გამოტოვებული იყო ის ცვლილებები, რომლებიც წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ოთხი დღით ადრე იქნა შეტანილი, 2010 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე (როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, მაშინ პატრიარქის ტიტულს დაემატა „ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი“).

მეორედ ხმაურიანი პიარკამპანია ზემოხსენებული ტელეარხებით 2011 წლის 7 იანვარს აგორდა, მას შემდეგ, რაც უფლისა ჩვენისა და მაცხოვარისა იესო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა დღეს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა მართლმადიდებელი საადგილმამულო ეკლესიების წინამძღვრებს საპატრიარქო მილოცვა გაუგზავნა, სადაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრის ტიტული კვლავ არასრულად იყო მოხსენიებული.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქინფორმი უფლებამოსილია, განაცხადოს:

 

  1. 1. საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური საიტი www.patriarchate.ge (გარდა რუბრიკისა „პატრიარქის ფონდი“) მთლიანად ქართულ ენაზეა, მათ შორის - წმინდა სინოდის 2010 წლის 21 დეკემბრის სხდომის მოკლე მიმოხილვაც, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მართვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღეს;

 

  1. 2. საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური საიტის www.patriarchate.ge რუბრიკაში „წმინდა სინოდი“ არაა განთავსებული 2010 წლის 21 დეკემბრის კრების ოქმი, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მართვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღეს (რუბრიკაში „წმინდა სინოდი“ ბოლო სხდომის ოქმი 2008 წლის 27 ივნისით არის დათარიღებული);

 

  1. 3. წმინდა სინოდის 2010 წლის 21 დეკემბრის კრების ზემოხსენებული მოკლე მიმოხილვა, რომელიც საინფორმაციო ხასიათს ატარებს და, შესაბამისად, განთავსებულია საიტის www.patriarchate.ge საინფორმაციო ზოლში, არ შეიძლება ოფიციალურ სახელმძღვანელოს წარმოადგინდეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, როგორიცაა პატრიარქის ტიტული. მითუმეტეს, რომ კვალიფიციური თარგმანის შემთხვევაშიც კი გაუგებრობას თავიდან ვერ აიცილებთ: მაგალითად, „მოკლე მიმოხილვაში“ ნათქვამია, რომ პატრიარქის ტიტულს, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, დაემატა „ბიჭვინთისა და ცხუმ-აფზახეთის მიტროპოლიტი“, ხოლო ქართული მედიის ყველა პუბლიკაციასა და ტელეგადაცემაში სხვადასხვა ვერსია ფიგურირებს, მაგალითად - „პიცუნდისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი“.

მაშ, რომელი ვერსიით უნდა იხელმძღვანელოს რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, მისმა საპროტოკოლო და უცხოეთის განყოფილებებმა? შეუძლია კი სრულიად რუსეთის პატრიარქს თავის სულიერ მოძმეს - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეცდომით მიმართოს?!

  1. 4. ყველაზე საოცარი კი ისაა, რომ საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური საიტის www.patriarchate.ge არც ერთ მასალაში (წმინდა სინოდის 2010 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების შემდეგაც კი!) მითითებული არაა საქართველოს პატრიარქის ახალი ტიტული - მას ყველგან უწინდებურად მოიხსენიებენ (იხ. ყველა ახალი მასალა – როგორც მთავარ გვერდზე, ასევე საიტის რუბრიკებში, მაგალითად – ახალ რუბრიკაში „მართლმადიდებლური ეკლესიები და მათი წინამძღვრები“)!

და ამის შემდეგ რა პრეტენზიები შეიძლება არსებობდეს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და რუსეთის პატრიარქის მიმართ?! 

  1. 5. მოვუწოდებთ ზემოჩამოთვლილი ტელეკომპანიების ტელეწამყვანებს: შეწყვიტონ სახელისუფლო სუფლიორობა და თავისი ურნალისტური მოვალეობების შესრულებას ელემენტარული პროფესიონალიზმით მიუდგნენ – უარი თქვან ორმაგ სტანდარტებზე, ობიექტურად გააშუქონ მომხდარი მოვლენები, ნუ დათესავენ სეპარატიზმსა და ეროვნებათაშორის შუღლს, გაიხსენონ თავიანთი მოქალაქეობრივი მოვალეობა და მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიული პროფესიის წარმომადგენლის – ჟურნალისტის წოდება, რომელიც ავალდებულებს, ააგონ და არა დაანგრიონ ხიდები, რომლებიც ისედაც დაანგრიეს ჩვენმა პოლიტიკოსებმა.

 

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი

2011 წლის 10 იანვარი