უცხოეთი
ფილიპინების პრეზიდენტმა აშშ–ის პრეზიდენტს „ნაბიჭვარი“ უწოდა!

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ თავის ამერიკელ კოლეგა ბარაკ ობამას "ნაბიჭვარი" უწოდა და გააფრთხილა, რომ მისი პოლიტიკური ნიშნით მკვლელობების საკითხი ეჭვქვეშ არ დააყენოს. გამოცემა The Telegraph-ის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 "თქვენ პატივი უნდა გვცეთ. არ არის საჭირო შეკითხვების და განცხადებების გავრცელება. ნაბიჭვარო, მე დაგწყევვლით თქვენ სამიტზე", - განაცხადა მან.

 30 აგვისტოს, ტელეკომპანია CNN იტყობინებოდა, რომ ობამა დუტერტესთან შეხვედრას და მასთან საუბრისას ფილიპინებზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხის განხილვას გეგმავდა.

 აგვისტოს დასაწყისში, ფილიპინების პრეზიდენტმა აშშ-ის ელჩს ფილიპ გოლდბერგს "ძაღლიშვილი" და "ჰომოსექსუალი" უწოდა. მან დიპლომატი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ღიად დაადანაშაულა.

 როდრიგო დუტერტე ფილიპინების სახელმწიფოს მეთაური მიმდინარე წლის მაისში გახდა. მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დანაპირები ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. არჩევნების შემდეგ, დუტერტემ პირობა დადო, რომ ის ადამიანი, რომელიც ნარკორეალიზატორს მოკლავდა, სახელმწიფოსგან მედლით დაჯილდოვდებოდა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სიკვდილით დასჯის წესი უნდა დაბრუნდეს.