სამართალი
საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა კ.ლ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ცხელ კვალზე ზესტაფონში დააკავეს.
ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თბილისში, ვაკის რაიონში, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ავტოსახელოსნოს თანამშრომელს რ.მ-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.