სამართალი
საია ქობულეთის N 81 საოლქო საარჩევნო კომისიას ლეონიდ ჩერნოვეცკის მაჟორიტარობის კანდიდატად რეგისტრაციისკანონიერების შესწავლის თხოვნით მიმართავს

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. საია ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: ლეონიდ ჩერნოვეცკისთან დაკავშირებით ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულია არაერთი ვიდეოსიუჟეტი, სადაც ნათლად ჩანს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატი ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევს რუსულ ენაზე. გამომდინარე აქედან, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვივარაუდოთ,რომ ლეონიდ ჩერნოვეცკი ვერ ფლობს ქართულ ენას, რაც გამორიცხავდა მის რეგისტრაციას მაჟორიტარობის კანდიდატად. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ ქართული ენის ფლობის ფაქტი არ გადაუმოწმებია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესაც.

 ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, განცხადებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების შემთხვევაში მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება“.

 განცხადების სრული ვერსიის სანახავად მიყევით ბმულს.