თამაზ ბაკურიძის თქმით, მისთვის ცნობილი შეიქნა მომავალი წიგნის ისეთი დეტალების შესახებ, როგორიცაა 90–იანი წლების დასაწყისში ასლან აბაშიძის მიმართვა რუსი სამხედროებისადმი აფხაზეთიდან ედუარდ შევარდნაძის დასახსნელად ქართულ–აფხაზური ომის დროს და იმ მხარდაჭერის შესახებაც, რომელსაც რეგულარულად აღმოუჩენდა ავტონომიის მაშინდელი ლიდერი საქართველოს იმჟამინდელ ხელმძღვანელს. გარდა ამისა, მემუარებში მოთხრობილია 2003 წლის ბოლოს ბათუმში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის მაშინდელი შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის ვიზიტის შესახებ, რომელიც თითქოსდა ამბობდა, რომ დაუშვებელი იყო, სააკაშვილი ქვეყნის ხელმძღვანელი გამხდარიყო. ასევე, მემუარებში მოთხრობილი იქნება აბაშიძის დაძაბულ ურთიერთობებზე ყოფილ პრემიერ–მინისტრ ჟვანიასთან, რომელიც 2005 წელს, ოფიციალური ვერსიით, მხუთავი გაზით გაიგუდა.
www.apsny.ge