საზოგადოება
„ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ ჰყავს“ - ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა  ოზურგეთში, გადაცემაში - შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

 „ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ მოვა და როგორ მოვა. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ისტორიული კულტურა და დიდი გამოცდილება,  მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ სახელმწიფოს მართვის გამოცდილება ბოლო 200 წელი არა გვაქვს“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

 „მოვუსმინოთ პოლიტოლოგებს, ანალიტიკოსებს. მათ რიცხვში მეც მაქვს  პრეტენზია, რომ გავაანალიზოთ სიტუაცია, სწორად დავალაგოთ, ვინ ვინ არის, სწორად ვაჩვენოთ საზოგადოებას და მათ უნდა გააკეთონ არჩევანი, სხვა გასაღები აღარ არსებობს. დღეს კიდევ არის განცდა, რომ ვიღაცამ უნდა უკარნახოს, ფული დაურიგოს, რაღაც საჩუქრები დაურიგოს არჩევნების პროცესში, რაც იყო სირცხვილი - ვთქვათ, ერთი ბოთლი ზეთი, ან ერთი კილოგრამი შაქარი, რაც იყო შეურაცხმყოფელი აბსოლუტურად და ამით უნდა გადაწყვიტონ არჩევნების ბედი იმ პროცესში? არა. მხოლოდ სწორი ანალიზია ერთადერთი გასაღები. „ნაციონალურ მოძრაობაზე“, გნებავთ, „ქართულ ოცნებაზე“, არცერთ პარტიაზე არ უნდა გვქონდეს ზეჭარბი დამოკიდებულება. ვიდრე სწორი პოზიცია აქვს, ვიდრე სწორად ემსახურება ხალხს, მას უნდა დავუჭიროთ მხარი. დღეს „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ ჰყავს, მე ამას დავასაბუთებ. კარგი იქნებოდა, რომ არჩევანი იყოს მეტი“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.