საზოგადოება
გორის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი თანამდებობიდან გადააყენეს

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. საკრებულოს 10-მა წევრმა მხარი დაუჭირა მისი იმპიჩმენტის საკითხს. როგორც ცნობილია, ილია მეტრეველი ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელია.

 კენჭისყრის დროს ილია მეტრეველის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი არ დაუჭირა სამმა დეპუტატმა, ერთი წევრი სხდომას არ ესწრებოდა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს მინდია გოდერძიშვილს.

 „ტაში მეგობრებო, კომედია დასრულდა" - ასეთი წარწერიანი მაისურით გამოცხადდა სხდომაზე “თავისუფალი დემოკრატების” წევრი თამარ თედლიაშვილი.

 ეს ილია მეტრეველის გორის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენების მესამე მცდელობა იყო.