საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. ქიბარ ხალვაში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ იმ სკანდალურ დოკუმენტს ეხმაურება, სადაც საუბარია ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის 2010 წელს გერმანიაში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენი, რომელიც რუსთავი 2-ზე პრეტენზიას აცხადებს, თავად აღიარებს, რომ სამაუწყებლო კომპანიის ყველა უფლება ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის.
კომენტარი ხალვაშმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„მართალი ყოფილა ახალი საუკუნის ქართული ანდაზა: ყოფილი ნაცი არ არსებობს. ნაციონალი არის ყველა ვინც ცხოვრობს წესით: ხელისუფლებისთვის და ფულის საშოვნელად ყველაფერი მოსულა. ამას წარსული დავიწყებია და აუცილებლად შევახსენებ. იმდენი არ ქნას უსახლკაროდ დარჩეს. მაესტროს ამბები რომ წამოიწყეს, მგონი 2012 იყო, იმის შემდეგ ურთიერთობა არ მქონია, ვფიქრობდი რომ მიშასთან შეთანხმებით მუშაობდა, მაგრამ მაინც ბოლომდე არ მეჯერა. ახლა დავიჯერე. მაინც მეცოდება, გავაფრთხილებ: მიშასთან თამაში საშიშია“, - წერს ქიბარ ხალვაში.