საზოგადოება
მესტიაში საკურორტო სეზონი 8 იანვარს იხსნება

mestiaმესტიაში ზამთრის საკურორტო სეზონი ოფიციალურად დღეს, 8 იანვარს გაიხსნება.

როგორც ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში საქინფორმის კორესპონდენტს აცნობეს, სეზონი საშობაო კონცერტით გაიხსნება, რომელშიც ქართველებთან ერთად, უკრაინელი ვარსკვლავებიც მიიღებენ მონაწილეობას.

მონაწილეებს შორის იქნება აგრეთვე ცნობილი საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანო ეთერ ლამორისი-ჭყონია.

კონცერტს უკრაინელ წამყვანებთან ერთად მსახიობი ვანიკო თარხნიშვილი გაუძღვება.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინათ მესტიაში თამარ მეფის სახელობის აეროპორტი გახსნა. და აწი იქ ჩასვლა გაადვილებულია ნებისმიერ ქვეყნიდან.

მესტიის საკურორტო ზონის შესაქმნელად 50 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.