აქტუალური
საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით კომპანია JPM STRATEGIC SOLUTION-მა პოლიტიკური პარტიების რეიტინგები გამოაქვეყნა. კვლევა 18-დან 27 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა და გამოიკითხა 1200 მოქალაქე (ვიდეო იხ. აქ).
კვლევითი კომპანიის ცნობით, რეიტინგების ცდომილება 2.8 პროცენტს შეადგენს.
კითხვაზე, თუ რომელი პარტია გაიმარჯვებს არჩევნებში, შედეგები ასეთია:
“ქართული ოცნება” – 51 %
“ნაციონალური მოძრაობა” – 10%
“თავისუფალი დემოკრატები” – 2 %
ლეიბორისტული პარტია – 1%
“სახელმწიფო ხალხისთვის – პაატა ბურჭულაძე” – 1%
“ნინო ბურჯანაძე - გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა” – 1 %
“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – 1 %
არ ვიცი – 31 %