უცხოეთი
პუტინმა იაპონიასთან კურილიის კუნძულების თაობაზე კომპრომისი დაუშვა

 საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაუშვა, რომ რუსეთსა და იაპონიას შეუძლიათ კომპრომისი გამონახონ კურილიის კუნძლების ირგვლივ ტერიტორიულ დავაში ტოკიოს მხრიდან ნდობის გაზრდის პირობებში. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა სააგენტო „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა იაპონიის პრემიერ სინძო აბესთან შეხვედრის წინ აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე ვლადივოსტოკში. „საუბარი არაა რაიმეს გაცვლაზე, რაიმეს გაყიდვაზე, საუბარია გადაწყვეტილების გამონახვაზე, რომლის პირობებშიც არცერთი მხარე არ იგრძნობს თავს დამარცხებულად ან წაგებულად“, - განაცხადა პუტინმა.

 მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი „არ ვაჭრობს ტერიტორიებით“. ამავე დროს, აღნიშნა პუტინმა, „ჩვენი დიდი სურვილია ჩვენს იაპონელ მეგობრებთან ერთად ამ პრობლემის გადაჭრის გზა გამოვნახოთ“.