სამართალი
საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა
ბ.ნ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 სექტემბერს თბილისში, ვაკის რაიონში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ს.ჯ-ს და ზ.ჩ-ს. ერთი დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე საავადმყოფოშია გადაყვანილი.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.