სამართალი
„გაჩნდა სურვილი, რომ ისინი ყოფილიყვნენ პირველ ხუთეულში" - გიგლა ბარამიძე

 საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. ნინო ბურჯანაძის თანაგუნდელები მათი პარტიიდან საკრებულოს წევრების წასვლის მიზეზებს აფასებენ. პარტიის პოლიტიკური მდივნის გიგლა ბარამიძის განცხადებით, მათ სურვილი ჰქონდათ, სიის პირველ ხუთეულში ყოფილიყვნენ.

 „არ ვიცი, სიები როგორ ჩამოყალიბდება ორ-სამ დღეში. ამაზე ჩვენ საუბარი სერიოზული არ გვქონია იმიტომ, რომ ძირითადი ბირთვი ვიცით, ვისაც ახლა მოუწევს, ვინც ახლა უნდა იყოს პარტიის სახე და, ალბათ, მათ იგრძნეს, რომ ეს არ იყო და ამიტომაც მოხდა ასეთი ტრანსფორმაცია“, - განაცხადა  გიგლა ბარამიძემ.