საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” ბრალდებას ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვასთან დაკავშირებით „პატრიოტთა ალიანსში“ კატეგორიულად უარყოფენ. ირმა ინაშვილის განცხადებით, პარტია არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ სარჩელის შეტანასაც აპირებს. რაც შეეხება ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას უფასო საკვებს ურიგებს, მისი წარმომადგენელი პოლიტიკურ პარტიასთან ყველა სახის კავშირს უარყოფს.
“ასეთი ტიპის დეზინფორმაციის გავრცელება ერთ-ერთი რეიტინგული პარტიის წინააღმდეგ… ეს არის მაშინ დაინტერესებული მხარე და მე არ გამოვრიცხავ, რომ “სამართლიან არჩევნებს” მართავენ ჩვენი პოლიტიკური კონკურენტები. იმოქმედებენ ჩვენი იურისტები და მივმართავთ სასამართლოსაც, მივმართავთ პროკურატურასაც“, - განაცხადა საარჩევნო ბლოკის “დავით თარხან-მოურავი - ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია” ლიდერმა ირმა ინაშვილმა.