აქტუალური
ინფლაციის დონე ჩვენს ქვეყანაში იზრდება

corruption2"საქსტატის" მიერ 6 იანვარს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ დეკემბერში 11.2 %–ს მიაღწია, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ნოემბერში წლიური ინფლაცია 10.5 % იყო.

მთავრობას 2010 წლის განმავლობაში სულ ცოტა ორჯერ მოუწია ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლის გადახედვა და საწყისი 6 %–დან მისი გაზრდა.

5 იანვარს მთავრობის სხდომაზე საუბრისას პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ "2010 წელი ეკონომიკური თვალსაზრისით რთული, თუმცა საკმაოდ წარმატებული იყო. წლის ეკონომიკური ზრდა ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე ამას ვვარაუდობდით ჩვენ და საერთაშორისო ექსპერტები“. მაგრამ მან იქვე აღიარა, რომ "ინფლაციური ზეწოლა და ინფლაციური წნეხიც მაღალი იყო, რამაც გარკვეული უარყოფითი ეფექტი იქონია საზოგადოებაზე და ეკონომიკაზე.