საზოგადოება
"შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" - ბიძინა ივანიშვილი GDS-ის ახალ პროექტში

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" - ასე ეწოდება ტელეკომპანია GDS-ის ახალ საარჩევნო პროექტს, რომელშიც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიღებს მონაწილეობას.

 გადაცემის წამყვანები ტელეგადაცემა 2030-ის ჟურნალისტები ნათია თოიძე და მიხეილ ფეიქრიშვილი არიან.

 მაყურებელს შეუძლია გადაცემას ტელეკომპანია GDS-ის პირდაპირ ეთერში და 2030.news-ის საიტზე უყუროს ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს, დღის 12 საათზე.

 ციკლის პირველი გადაცემა გუშინ გაიმართა, სადაც ბიძინა ივანიშვილმა აჭარაში ადგილობრივი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.