სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტრო მოქალაქეებს გაქცეული პატიმრის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

 "სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია აქვს ფოტოზე აღბეჭდილი პირის - ოთარ ბადრის ძე ვარამაშვილის სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ, დაგვიკავშირდნენ სატელეფონო ნომრებზე - 032 2 75 23 85, 577 28 25 19.

 პატიმარი ოთარ ბადრის ძე ვარამაშვილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან დღეს გაიქცა. მიმდინარეობს ძებნა", - აღნიშნულია განცხადებაში.