სამართალი
საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ, 1 სექტემბერს თბილისში “ლიბერთი ბანკის” გლდანის ფილიალი დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, მძარცველმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა. ბანკის თანამშრომლების თქმით, დამნაშავემ დაახლოებით 3000 ლარი წაიღო, თუმცა თანხის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
თავდამსხმელმა მოლარე-ოპერატორს ფული იარაღის მუქარით გამოსძალა და მიიმალა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ყაჩაღობის დროს არავინ დაშავებულა.