საზოგადოება
საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისში მუნიციპალურ სამარშრუტო ტაქსებში მოწოდება გამოჩნდა - მობილურ ტელეფონზე დიდხანს ნუ ისაუბრებთ. კერძოდ, მცირე ზომის პლაკატზე წითლად გადახაზულია მობილური ტელეფონი და წერია - დიდხანს ნუ ისაუბრებთ.
სამარშრუტო მიკროავტობუსებში მობილურ ტელეფონზე საუბრის შეზღუდვასთან დაკავშირებით გამოკრული მოთხოვნა, სავარაუდოდ, მძღოლების ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა - ამის შესახებ კომპანია “თბილისის მიკროავტობუსში“ განაცხადეს.
კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს არ არის კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის“ მიერ ორგანიზებული აქცია და არც - არასამთავრობოების პროექტი.