საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება “დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა” გადაცემა “არჩევანში გააკეთა”. ნინო ბურჯანაძე 2008 წლის ომის დაწყებაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.
„ჩვენ უნდა დავაინტერესოთ რუსეთი იმ ხელშეკრულებების დაცვაში, რომელიც იდება რუსეთთან. თუ არა და, მაშინ შეგიძლიათ იბრძოლოთ, მოიგოთ ომი, გაყარეთ რუსული ჯარები საქართველოდან, შებრძანდით ნატო-ში და თუ გნებავთ, გადავსახლდები ამ ქვეყნიდან. ვერ მოხდება ეს, ოცნებებს თავი დავანებოთ“, - განაცხადა ბურჯანაძემ, რომლის თქმით, ვერავითარი ძალა რუსეთს საქართველოდან ჯარებს ვერ გააყვანინებს.
ნინო ბურჯანაძემ 2008 წლის ომზე და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა და უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივნის გიგა ბოკერიას სიტყვები გაიხსენა.
"რუსეთმა მიზანს ვერ მიაღწია და ნაციონალური მოძრაობა და ჩვენი ხელისუფლება გადარჩაო. აი, ეს იყო მთავარი მიზანი ნაციონალური მოძრაობის და არა ის 114 სოფელი. მთავარი ქვეყნის მთლიანობის შენარჩუნება უნდა ყოფილიყო და არა ის, რომ სააკაშვილის მშიშარა რეჟიმი გადარჩენილიყო“, - განაცხადა ბურჯანაძემ.