სამართალი
საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ვ. ა. საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ახმეტაში დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას - 400 გრამი ტროტილი, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 156 საბრძოლო ვაზნა და 3 მჭიდი, ხოლო მისი კუთვნილი ზურგჩანთის ჩხრეკისას 22,6 გრამი მარიხუანა ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.