საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტატი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ვოლსკი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩუღურეთის რაიონში მცხოვრები ყველა სოციალურ-ეკონომიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ პენსიონერებს შეხვდა. გიორგი ვოლსკი მათ პარტიის საპენსიო პოლიტიკაზე ესაუბრა, გააცნო სამომავლო გეგმები და მიზნები.
„ჩვენთვის საინტერესოა თქვენი აზრი და გამოცდილება. მზად ვართ, მივიღოთ თქვენი მხრიდან წამოსული ინიციატივები“, - აღნიშნა შეხვედრის დასაწყისში გიორგი ვოლსკიმ.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პენსიონერების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც ძირითადად სოციალურ დახმარებებს, სააფთიაქო შეღავათებს, პარტიის საპენსიო პოლიტიკას ეხებოდა.