სამართალი
„ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევეში მოხდება“

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი.  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

 მისი თქმით, პარლამენტმა უკვე დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში მოგების გადასახადი უქმდება და მხოლოდ და მხოლოდ განაწილებული მოგება დაიბეგრება.

 „მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი ცვლილებები საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით. მაგალითად,  ანგარიშების დაყადაღება სასამართლოს განაჩენის გარეშე არ იქნება შესაძლებელი, ესეც მოხდება მხოლოდ და მხოლოდ გადაუდებელი სიტუაციების შემთხვევაში. ჩვენ ვმუშაობთ დამატებით ცვლილებაზე, როგორიცაა  კომპანიების შემოწმების ვადის რეგლამენტირება, ასევე ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის ძალიან განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოყენება”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.