სამართალი
საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. შსს–ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით რუსთავში დააკავეს.
ბრალდებულმა რუსთავში, ახმეტელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თ.კ.–ს ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა და მიმალვა სცადა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.