საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. საუბრის მთავარი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და მომავალი საპარლამენტო არჩევნები იყო.
„დელეგაციას ჰქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ შევეხეთ, ჩემი აზრით, აშშ-სა და საქართველოს მოსახლეობისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს - რეგიონული სტაბილურობის ჩათვლით. პრემიერმა მიმოიხილა ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელსაც ეს მთავრობა ახორციელებს, მათ შორის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურების კუთხით“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ დელეგაციის ხელმძღვანელმა, კონგრესმენმა დუნკან ჰანტერმა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.