საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. ლეონიდ ჩერნოვეცკი თავის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.
„მე გადავწყვიტე ქობულეთში კენჭისყრა, რადგან აქ 5 წელია ვცხოვრობ. ქობულეთელების თითოეული პრობლემის შესახებ ყველაფერი ვიცი! ჩემთვის გასაგები და ახლოა ყველაფერი ის, რაც ქობულეთის მაცხოვრებლებს აწუხებს - სიღარიბე, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და სოციალური დახმარების უქონლობა - უპირველესად იმათთვის, ვინც ამას განსაკუთრებით საჭიროებენ - ეს ბავშვები და მოხუცები არიან. აქ არ არის სამუშაო ადგილები, არ არსებობს ახალგაზრდებისთვის სათანადო პერსპექტივა, არ შემოდის ინვესტიციები. მე ჩამოვთვალე ის ძირითადი პრობლემები, რომელთა გადაწყვეტასაც მზად ვარ, რომ თავი მივუძღვნა! რაც მთავარია - ვიცი, ეს ყველაფერი როგორ გავაკეთო!“ – განაცხადა, კერძოდ, ლეონიდ ჩერნოვეცკიმ.