საზოგადოება
გაიმართა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. პრეზენტაციის დაწყებამდე თანამშრომლებს სიტყვით მიმართა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, თადარიგის გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ.

 სამსახურის სტრუქტურაში შემავალი დეპარტამენტების საქმიანობის პრეზენტაცია  დამსწრე საზოგადოებას  ამავე სამსახურის დეპარტამენტების უფროსებმა წარუდგინეს.  სამსახურის  ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ვეტერანებისთვის ცხოვრების სათანადო პირობებისა  და კეთილდღეობისათვის მყარი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური საფუძვლის შექმნის უზრუნველყოფა.