სამართალი
შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა რ. გ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და დროებითი
საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 3 შეკვრად დაფასოებული 0,4773 გრ ჰეროინი და 7 აბი „ტრამადოლი“ ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.