პოლიტიკა
საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი უახლოეს დღეებში ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვევა – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვის შეხვედრაზე აღინიშნა.
მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის პოლიტიკურ, კულტურულ, სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობებს და ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის გაღმავების პერსპექტივებს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის დიდ პოტენციალზე. ისაუბრეს, აგრეთვე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.