პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: “ალეკო ელისაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტია!”

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

 “სწორედ უგულავას მმართველობის პერიოდში ფუნდამენტურად დამახინჯდა ქალაქის იერსახე. ათიათასობით ხე გაიჩეხა. თქვენ თუ შეგიძლიათ დამისახელოთ ერთი შემთხვევა, როდესაც ან ალეკო ელისაშვილმა, ან ნატა ფერაძემ, ან რომელიმე მათმა თანამოაზრემ გააპროტესტა ასეთი რამ, მაშინ მე შემიძლია ხელები ავწიო. მიზეზი ამ ყველაფრის იყო კონკრეტული პროექტები, რომელსაცყავდა კონკრეტული დამკვეთები და სწორედ ამ პროექტების განმახორციელებლები იყვნენ მაშინაც ეს ადამიანები და არიან 2012 წლის შემდეგაც“, - განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

 “2012 წლამდე ნამდვილად არ მახსოვს არც ალეკო ელისაშვილის და არც მისი თანამოაზრეების მხრიდან აქტიურობა. ისიც შემიძლია გითხრათ, როგორ კეთდებოდა ის პროექტები, რომლის ერთ-ერთი განსახიერებაც არის ალეკო ელისაშვილი. კარგად მახსოვს ძალიან, თუ როგორ შეიქმნა ალეკო ელისაშვილისგანრუსთავი2“-ის მიერ ხატი თბილისისთვის გულანთებული ადამიანის. ეს ის დრო იყო, როდესაცრუსთავი 2“-ის ეთერში ბუზი ვერ შეფრინდებოდა ნაციონალების ნებართვის გარეშე“, - აღნიშნა კობახიძემ.

 ირაკლი კობახიძის განცხადებები ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა.