უცხოეთი
საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის მიერ დაწყებულ სამხედრო წვრთნებს აღვიქვამთ, როგორც საფრთხის შემცველს და დესტაბილიზაციის ფაქტორს რეგიონში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. მისი თქმით, საქართველო აკვირდება ყველა მიმდინარე წვრთნას, რომელიც რეგიონში რუსეთის მიერ ხორციელდება. რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციულმა ერთეულმა, სამხრეთის სამხედრო ოლქმა მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო. სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის 11 000-ზე მეტი სამხედრო 18 პოლიგონზე დაწყებულ სწავლებებში მონაწილეობს. სამხედრო მანევრები მიმდინარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმში, ასევე სომხეთში და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ.სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუსულ ბაზებზე.