სამართალი
შსს-მ ქობულეთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

 საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ა.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
ბრალდებულმა ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაჭრა ნ.გ., რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ბრალდებულმა ცივი იარაღით სხეულის დაზიანება კიდევ სამ პირს მიაყენა, მათ შორის, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ მირიან ნოღაიდელს. პოლიციელი იმ დროს შორიახლოს იმყოფებოდა, ხმაური გაიგო და შემთხვევის ადგილზე ვითარების გასარკვევად მივიდა. უიარაღო პატრულ-ინსპექტორი ა.ტ-ს შეჩერებას შეეცადა, რა დროსაც იგი ხელის არეში დაიჭრა.
ამ დროისთვის პოლიციელისა და ორი დაჭრილი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა  სტაბილურია.