საზოგადოება
"მე და რიმა ბერაძე ვიქნებით თქვენი ერთგული წარმომადგენლები პარლამენტში და თბილისის საკრებულოში!" - გიორგი ვოლსკი

 საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ვოლსკი საზოგადოების სხვადასხვა ფენისა და პროფესიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეკითხვები დაისვა და ისაუბრეს სახელმწიფოს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის სხვადასხვა პრობლემაზე. განიხილეს პოლიტიკურ-ეკონომიკური და სოციალური თემები.

 „არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მე და ქალბატონი რიმა ბერაძე ვიქნებით საუკეთესო ტანდემი და თქვენი ერთგული წარმომადგენელი ცენტრალურ საკანონმდებლო ორგანოსა და თბილისის საკრებულოში", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.