სამართალი
მაიმუნი, ვირიშვილი, საია და მერი...

 საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

 „გაცნობებთ, რომ საია ონლაინ-პეტიციით დავით ნარმანიას საჯაროდ ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს. 2016 წლის 24 აგვისტოს ქ.თბილისის მერიაში გამწვანების რეგულაციების საკითხზე გაიმართა შეხვედრა. შეხვედრის მიმდინარეობისას დავით ნარმანიამ სამოქალაქო აქტივისტს სიტყვა შეაწყვეტინა და მიმართა ფრაზით - მე თქვენთვის სიტყვა არ მომიცია!.. მაიმუნი ვირიშვილი ეს...

 ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან მოქალაქის მიმართ ამგვარი მიმართვა არის სრულიად მიუღებელი. მივმართავთ დავით ნარმანიას, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში შეურაცხმყოფელი გამონათქვამისათვის“.

 მოგვიანებით თბილისის მერმა ბოდიში მოიხადა, აღნიშნა რა, რომ ენ–ჯეო–სა და პროვოკატორების მიერ მისი მისამართით ბინძური უხვი ლანძღვა–გინების მიუხედავად, მას, როგორც სახელმწიფო მოხელეს, თავშეუკავებლობისა და პროვოკაციაზე წამოგების უფლება არ ჰქონდა.