პოლიტიკა
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა მესტიის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა

 საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი.
 „ჩვენ ვართ ის გუნდი, ის მთავრობა, რომელსაც არასოდეს გაუთელავს ფეხქვეშ ჩვენი მოქალაქეების ღირსება, რომელიც ყველა ნაბიჯს მხოლოდ ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის სიყვარულითა და პატივისცემით დგამდა ამ წლების განმავლობაში”, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა მესტიის მოსახლეობას, რომელსაც სვანეთის გაერთიანებული ოლქების კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარუდგინა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმა, რა უნდა გაკეთდეს, რომ სვანეთი ტურისტებისთვის კიდევ უფრო მომხიბვლელი გახდეს და განვითარდეს შიდა ტურიზმი.