უცხოეთი
საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. იტალიის სამაშველო სამსახურმა გაავრცელა საფრენი აპარატით გადაღებული ვიდეო, სადაც მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ქალაქი ამატრიჩე ჩანს. ქალაქის მერის თქმით, ამატრიჩეს ნახევარი დანგრეულია.
ქალაქში მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ნანგრევებში ხალხია მოყოლილი.
ბოლო მონაცემებით, ცენტრალურ იტალიაში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრას 240-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.