პოლიტიკა
რესპუბლიკელების „ბომბმა“ შესაძლოა დაპირისპირებისა და რიგგარეშე არჩევნების პროვოცირება მოახდინოს! – საქინფორმი

 საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. საარჩევნო ოლქების დაყოფასთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილება სამართლიანი არ არის!“  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.

 როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, აუცილებელია, პარლამენტში საქართველოს ცალკეულ კუთხეებს წარმომადგენლობა ჰყავდეს.  

 „ეს ცვლილება შეიძლება  ბევრს არ მოსწონდეს და მეც არ ვარ მოხიბლული. არ შეიძლება, მათემატიკურად ვაჯამებდეთ ჩვენს მოსახლეობას. სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა სპეციფიკაა და აუცილებელია, კუთხეებს საკუთარი წარმომადგენლობა ჰყავდეთ, მაგრამ დღეს არის ეს რეალობა“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 საქინფორმი შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ოქლების ხელოვნური დაყოფა დედაქალაქსა და მთელ საქართველოში რესპუბლიკური პარტიის ინიციატივა იყო, რომელიც პარლამენტში პარლამენტისა და ამავდროულად, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარ დავით უსუფაშვილმა „გაათრია. საქართველოსა და თბილისის ისტორიულად არსებული რაიონების ხელოვნურმა დაყოფამ და მათმა გაერთიანებამ რიცხობრივად თანაბარ საარჩევნო ოლქებად, რომელიც არ ემთხვეოდა ადმინისტრაციულ დაყოფას, აბსურდამდე მიგვიყვანა, როცა, მაგალითად, სვანეთისა და სამცხე–ჯავახეთის რამდენიმე რაიონს შეეძლო პარლამენტში თითო მაჟორიტარი დეპუტატი ჰყოლოდა.

 საქინფორმი არ გამორიცხავს, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეს უსამართლობა გამოიწვევს გაუგებრობას, პროვოკაციებს, შეტაკებებს და , საბოლოო ჯამში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს.

 საპარლამენტო არჩევნების ჩაშლა, მისი დისკრედიტირება საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, როგორც არადემოკრატიული არჩევნების, „ქართული ოცნების“ მხილება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში, შეტაკებების გამოქვევა სამოქალაქო მოსახლეობაში და საარჩევნო უბნების დარბევა – ესაა „ნაცმოძრაობისა“ და სააკაშვილის პარტიის სატელიტების ამოცანა, რომლებსაც გამარჯვების შანსი არ აქვთ!

 არჩევნებმა ნორმალურადაც რომ ჩაიაროს, ახალი პარლამენტი დიდ პრობლემებს შეეჯახება, როცა ამდენ რაიონს ერთი წარმომადგენელი ეყოლება (პრობლემები უწინადაც იყო, როცა თითოეულ რაიონს თავისი დეპუტატი ჰყავდა, თუმცა მას 4 წელიწადში ერთხელ – არჩევნებიდან არჩევნებამდე ხედავდა). ეს უკმაყოფილებას გამოიწვევს მოსახლეობაში და შესაძლოა, სხვა მიზეზებთან ერთად, მოახდინოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პარალიზება და რიგგარეშე არჩევნებამდე მიიყვანოს პარლამენტი საარჩევნო ოლქების დაყოფის ძველი პრინციპით, რომელთა საზღვრებიც ადმინისტრაციულს ემთხვევა.

 ეს „ბომბი“ ახალ პარლამენტს განგებ დაუდო ნულოვან რეიტინგიანმა „რესპუბლიკურმა პარტიამ – ცოლ–ქმარი უსუფაშვილი–ხიდაშელის, ძმები ბერძენიშვილების და ახირებული ზურაბიშვილის პარტიამ...