უცხოეთი
იტალიაში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

 საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. იტალიას კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა დაატყდა თავს. 5,8 ბალის მიწისძვრის ეპიცენტრი ბოლონიიდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა ემილია-რომანას რეგიონში.

 ადგილობრივი მედიის ინფორმაციით დაიღუპა სულ ცოტა 12 ადამიანი. მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, რადგან ბევრი მათგანი შესაძლოა ნანგრევებში მოყვა.

 20 მაისს იტალიის ჩრდილოეთში 6–ბალიანი მიწისძვრა მოხდა, რომლის დროსაც 7 ადამიანი დაიღუპა და მრავალი ისტორიული ნაგებობა დაინგრა. უამრავი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. სტიქიამ მილიონობით დოლარის ზარალი მიაყენა ქვეყანას.