სამართალი
ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიის საქართველოში მისიის ანგარიში

advkatebi22010 წლის დეკემბერი

შინაარსი

I. შესავალი

ა) მისიის შინაარსი

ბ) იურიდიული პროფესიის ორგანიზება საქართველოში

II. ადვოკატთა ყოველდღიური საქმიანობის მნიშვნელოვანი სირთულეები

ა) ადვოკატთა პრობლემები დაკავებულთან შეხვედრისას

ბ) კონფიდენციალურობის დაუცველობა ადვოკატსა და დაკავებულ კლიენტს შორის

• ციხეში განხორციელებული ინტერვიუების კონფინდენციალურობის დაუცველობა

• ადვოკატის შენიშვნების და საქმის დოკუმენტების კონფიდენციალურობის დაუცველობა

• ზეწოლა დაკავებულებზე, რომელთაც სურთ საჩივრის შეტანა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში

გ) სხვა დისფუნქციები

• საპყრობილეში მკურნალობის ხელმისაწვდომობა

• დაკავებული კლიენტის სამედიცინო ისტორიის ხელმისაწვდომობის სიძნელეები

• შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ჩხრეკა

III. ადვოკატთა ინსტიტუციონალური მარგინალიზაცია

ა) ბრალმდებლის დომინანტური როლი / უთანასწორობა ადვოკატთან მიმართებით

ბ) ბრალის აღიარების შესახებ გარიგებების კვაზი-სისტემატური გამოყენება

IV. ზეწოლა ადვოკატებზე

V. დასკვნა

VI. რეკომენდაციები

VII. დანართები

დანართი 1: 2010 წლის 3 სექტემბრის წერილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტისაგან პარიზის ადვოკატთა გაერთიანების თავმჯდომარეს

დანართი 2: 2010 წლის 2 ივნისის წერილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტისაგან სახალხო დამცველს

დანართი : 2010 წლის 7 მაისის წერილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტისაგან სასჯელაღსრულების მინისტრს. 3

I. შესავალი

ა) მისიის შინაარსი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი 2010 წლის 3 სექტემბრის წერილით დაუკავშირდა ჯინ კასტელაინს, პარიზის ადვოკატთა გაერთიანების თავმჯდომარეს (იხილეთ დანართი 1). პარიზის ადვოკატთა გაერთინების შუამდგომლობით ეს წერილი გადაეგზავნა ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიას. მსგავსი წერილი გადაეგზავნა აგრეთვე ევროპის ადვოკატთა და სამართლებრივი საზოგადოებების საბჭოს (ჩჩBE) (ჩჩBE არის ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს იურიდიულ პროფესიას ევრო კავშირში (EU) და ევროპის ეკონომიკურ სფეროში (E.E.A.), წარმოადგენს 700.000-ზე მეტ ადვოკატს), აგრეთვე სხვა ევროპის ადვოკატთა გაერთიანებებს. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ინგლისურ ენაზე თარგმნილი ეს წერილი შეეხებოდა საქართველოში იურიდილი პროფესიის მქონე ადამიანთა წინაშე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შექმნილ სხვადასხვა სირთულეს, აგრეთვე მოხსენიებული იყო რამდენიმე ინდივიდუალური სიტუაცია.

სხვადასხვა ელექტრონულ წერილში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი უყოყმანოდ აღნიშნავდა თავის კეთილაგანწყობილებას ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიის სადამკვირვებლო მისიის მიმართ საქართველოში. ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიის პარტნიორებმა დაამტკიცეს პროექტი ადგილზე პირველადი მისიის ორგანიზების სესახებ.

მისია განხორციელდა 2010 წლის 21-დან 25 ნოემბრამდე. მისიის მიზანი იყო გენერალური ანგარიშის წარმოდგენა საქართველოში ადვოკატთა წინაშე შექმნილი სირთულეების შესახებ, აგრეთვე ქართველი ადვოკატების კონკრეტული საქმეების განხილვა, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან სერიოზულ დარღვევებში.

მისიის განმავლობაში დავრწმუნდით, რომ ადგილზე მოვუსმინეთ რაც შეიძლებოდა მეტ კოლეგას და ორგანიზაციას.

ამგვარად, ჩვენი საუბრები წარიმართა შემდეგ პირებთან:

- ბ-ნი ზაზა ხატიაშვილი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი;

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის რამდენიმე წევრი;

- ქ-ნი ევა კსერგო (ტექნიკური თანამშრომლობის ატაშე და ჰუმანიტარული კორესპონდენტი), საფრანგეთის საელჩო თბილისში; 4

- ქ-ნი ევა პასტრანა (ადამიანის უფლებების პროექტის მენეჯერი) და ქ-ნი თამარ ხულორდავა (სამართლისა და კარგი მმართველობის წესების პროექტის მენეჯერი), ევროკავშირის დელეგაციიდან;

- ასოციაცია “გადავარჩინოთ სიცოცხლე”, შექმნილი პოლიციური ძალადობის მსხვრეპლთა ოჯახების მიერ;

- ქ-ნი ანა ნაცვლიშვილი და ნიკოლოზ ლეგაშვილი, ადამიანის უფლებების ცენტრის კოორდინატორები (HღDIჩ), აგრეთვე ყოფილი პოლიტიკური პატიმრები ადამიანის უფლებების დაცვისათვის და კონსტიტუციური უფლებების და მუხლი 42-ის დაცვის ცენტრის ორგანიზაციების წარმომადგენლები;

- ქ-ნი სოფიო ბენაშვილი (იუსტიციის დეპარტმანეტის ხელმძღვანელის მოადგილე), სახალხო დამცველის ოფისში,

- ქ-ნი ნინო ნემსაძე (საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პროგრამა) წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი;

- ბ-ნი მათიას ჰატტერი (ექსპერტი და პროგრამის მენეჯერი) და ნინა ხატისკაცი (პროგრამის დირექტორი), საერთაშორისო გამჭვირვალობა, საქართველო;

- ქ-ნი საბრინა ბუეჩლერი (მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხში) და მარსელ კაპი (მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხში), ევროპის საბჭო.

ჩვენ აგრეთვე მოვისმინეთ მთელი რიგი კოლეგების მოსაზრებები, მათ შორის: ქ-ნი ეკა ბესელია, ქ-ნი ნათელა სირაძე, ბ-ნი ვლადიმერ ტაბარუა, ბ-ნი მანუჩარ თირქია, ბ-ნი კობა სუხაძე, ბ-ნი შალვა ხაჭაპურიძე, ბ-ნი კახაბერ ქარდავა, ქ-ნი მარიამ წერეთელი, ქ-ნი ნათია ჩირიკაშვილი, ქ-ნი ციცინო ბაბუნაშვილი, ქ-ნი მანანა იველაშვილი – მარიანა იველაშვილის დედა და სხვა.

ვწუხვართ, რომ ჩვენი ვიზიტის დროს ვერ მოვახერხეთ საქართველოს ახალგზარდა ადვოკატთა ასცოცასთან შეხვედრა.

ბ) იურიდიული პროფესიის ორგანიზება საქართველოში

საქართველოში მხოლოდ ერთი ადვოკატთა ასოციაციაა (საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია), რომლის სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში, პრეზიდენტია ბ-ნი ზაზა ხატიაშვილი, რომელიც 2009 წლის დეკემბერში აირჩიეს. მისი განცხადებით, 3.300 ადვოკატი მოღვაწეობს. საქართველოს ადვოკატთა ასცოაცია ფლობს დამკვირვებლის სტატუსს ჩჩBE-ში (ქმედითი წევრების გარდა, ჩჩBE ჰყავს “დამკვირვებელი” წევრები, რომლებიც 5

წარმოდგენილია დაკვირვებელთა დელეგაციით. ამისათვის, დამკვირვებელმა წევრებმა უნდა მიიღონ ჩჩBE წესდება და ჩჩBE ეთიკის კოდექსი).

ადვოკათატა ასოციაცია, სახელოწოდებით საქართველოს ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაცია (GYLA), განსაკუთრებით აქტიური და ფართოდ ცნობილია საქართველოში. მას დაახლოებით 700 წევრი ყავს, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ საკანონმდებლო ლობირებაში და მთელს საქართველოში უწევენ ორგანიზებას მთელ რიგ უფასო იურიდიულ კონსულტაციებს. სამწუხაროდ, ვერ შევხვდით ამ ასოციაციის წარმომადგენლებს.

ჩვენი მისიის დროს საქართველოში ადვოკატის პროფესიის სხვადასხვა დონეზე მრავალ სიძნელეებს წავაწყდით. ეს სიძნელეები მნიშვნელოვნად აბრკოლებენ ადვოკატთა ყოველდღიურ პრაქტიკას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი კლიენტები პატიმრობაში არიან.

აღსანიშნავია აგრეთვე ადვოკატთა ინსტიტუციონალური მარგინალიზაცია, მნიშვნელოვნად უფლებამოსილი ბრალმდებლისა და თავის დამნაშავედ ქნობის შესახებ გარიგების კვაზი-სისტემატურ გამოყენებასთან ერთად.

საბოლოოდ, კონკრეტული ადვოკატები განიცდიან მნიშვნელოვან ზეწოლას თანამდებობის პირებისგან, რასაც შედეგად მოაქვს სასამართლო დევნა და დაპატიმრება.

II. ადვოკატთა ყოველდღიური საქმიანობის მთავარი სირთულეები

ც) ადვოკატთა პრობლემები დაკავებულთან შეხვედრისას

როგორც ზოგადად ითქვა, კლიენტთან შესახვედრად ადვოკატებს მრავალი სირთულის გადალახვა უწევთ ციხეში შესასვლელად.

2010 წლის 22 ნოემბერს, ორშაბათს, 11.00 სთ.ზე, ვეწვიეთ თბილისის # 8 საპყრობილეს. ეს არის თანამედროვე საპყრობილე, სადაც, როგორც ამბობენ, დაკავებულთა პირობები უკეთესია, ვიდრე სხვა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში.

შესასვლელში არის ორი განცალკევებული ოთახი, ერთი ოჯახის წევრებისათვის, ხოლო მეორე დაჯავშნილია ადვოკატებისათვის. ოთახები არ არის კეთილმოწყობილი, განსაკუთრებით ადვოკატების ოთახი, სადაც არც მაგიდაა, არც სკამები. ადვოკატებს შენობის შიგნით და გარეთ ფეხზე მდგომებს უწევთ ლოდინი. შესაძლოა, მათ რამდენიმე საათი ლოდინიც კი მოუხდეთ, სანამ ციხის შენობაში შესვლის და კლიენტთან შეხვედრის ნებართვას მიიღებენ. 6

ბოლო სამი თვის განმავლობაში, ადვოკატების პირობები, რომლებიც კლიენტის მოსანახულებლად ციხეში შედიან, კიდევ უფრო მკვეთრად გაუარესდა. ეს განპირობებულია იმით, რომ 2010 წლის 10 ივნისის ბრძანებულების მე-4 მუხლის მიხედვით, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ყოველ შესვლაზე ადვოკატს შეუძლია მხოლოდ ერთ კლიენტთან შეხვედრა. თუ ადვოკატს სურს შეხვდეს მეორე კლიენტს იგივე ადგილას, იგი უნდა გამოვიდეს გარეთ და გაიაროს შესვლის იგივე ფორმალობები, რაც მას კვლავ რამდენიმე საათის განმავლობაში ლოდინს აიძულებს. კოლეგებმა გვითხრეს, რომ ზუგდიდის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა, ადვოკატებს რამდენიმე დღე უწევთ ლოდინი კლიენტთან შესახვედრად. ძლიერ მოუწესრიგებელი სიტუაციაა აგრეთვე ბათუმის, რუსთავის და კასპის ციხეებში.

ციხეში შესვლის საკითხში განხორციელებულმა ამ ცვლილებამ დაცვის უფლებებში შემდგომი მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა:

- იგი მნიშვნელოვნად ზღუდავს ადვოკატის შესაძლებლობას, შეხვდეს კლიენტს და განიხილოს დაცვის სტრატეგია, ეს ფაქტი განაპირობებს ბრალდებულის უფლების დარღვევას, ჰქონდეს საჭირო დრო თავდაცვის სტრატეგიის მომზადებისათვის.

- იგი ქმნის სერიოზულ დაბრკოლებებს გასაჩივრების საკითხში. საქმე იმაშია, რომ 2010 წლის 1 ოქტომბრიდან, ადვოკატი აღარ არის უფლებამოსილი შეიტანოს სარჩელი კლიენტის სახელზე. გასაჩივრების უფლება მიეკუთვნება მხოლოდ ბრალდებულს, და მან პირადად უნდა მოაწეროს ხელი თავისი ადვოკატის მიერ შედგენილ გასაჩივრების განცხადებას.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ 2010 წლის 2 ივნისს მიმართა სახალხო დამცველს ანუ ომბუდსმენს (სახალხო დამცველი (ომბუდსმენი) ინიშნება ორგანული კანონით. იგი აკონტროლებს ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვას აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიაზე. მისი ვალდებულებაა გააკეთოს განაცხადი დარღვევების შესახებ და იმუშაოს დარღვეული უფლებების და თავისუფებების აღსადგენად. მან შესაძლოა დაზარალებულების ინდივიდუალური საჩივარი მიიღოს. იგი რეკომენდაციებს აგზავნის პასუხისმგებელ თანამდებობის პირებთან და შეუძლია რეფორმების შეთავაზება. მისი მოვალეობაა მისთვის ცნობილი ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნება, კერძოდ წლიური ანგარიშის გამოქვეყნება) (იხილეთ დანართი 2). 7

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ აგრეთვე მიმართა უშუალოდ სასჯელაღსრულების მინისტრს, ამგრამ ჩვენთვის უცნობია, მიიღო თუ არა პასუხი (იხილეთ დანართი 3).

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ძალისხმევის შედეგად სახალხო დამცველმა წერილით მიმართა სასჯელაღსრულების მინისტრს და განუმარტა ადვოკატთა წინაშე შექმნილი დაბრკოლებები კლიენტთან შეხვედრასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი 2010 წლის 20 ოქტომბერს ეწვია # 8 სასჯელაღსრულების დაწესებულებას (უნდა აღვნიშნოთ, რომ თავისი მუშაობის ფარგლებში, სახალხო დამცველს თავიუფლად შეუძლია დაკავეის ნებისმიერ ადგილას შესვლა). ვიზიტის დროს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა აღნიშნეს ის სირთულეები, რაც ადვოკატებს ექმნებათ