საზოგადოება
„ფაქტია, რომ ვიღაცას ძალიან სურს ქვეყანაში დესტაბილიზაცია" - გიორგი ვოლსკი

 საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. არის თუ არა ბექა ბექაური ნაცემი და როგორ მიიღო ტერაქტთან კავშირში ბრალდებულმა დაზიანებები - ამ ფაქტის ობიექტურად გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრობენ პოლიტიკოსები.

 „ფაქტია, რომ ვიღაცას ძალიან სურს ქვეყანაში დესტაბილიზაცია და ამ ვიღაცეებს კონკრეტული მისამართები აქვთ. უკავშირდება თუ არა პირადად რომელიმე პოლიტიკური მოღვაწე და ლიდერი ამ ფაქტს, რომელიც იქნა გამოვლენილი, ამასთან დაკავშირებით, გამოძიება იტყვის საბოლოო ვერდიქტ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 შეფასებები გაკეთდა „ნაციონალურ მოძრაობაშიც“.

 „ხელისუფლების ამოცანაა, რომ ეს თითქოს და ტერორისტული აქტი დაუკავშირონ უკრაინას. როდესაც ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში არიან ტერორისტული აქტის მომწყობები და ქვეყანაში არსებობს ტერორისტული საფრთხე, ეს უკიდურესად დამაზიანებელია საქართველოს იმიჯისათვის“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.