სამართალი
„ბექა ბექაური დანაშაულის ჩადენის მოტივად რუსული ბაზების აფეთქების სურვილს ასახელებს“ – ადვოკატი

 საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. ბექა ბექაურის ადვოკატის მაია ჭრელაშვილის განაცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაულის ჩადენის მოტივად რუსული ბაზების აფეთქების სურვილი დაასახელა.

 „თქვა, რომ მოტივი აქვს რუსულ აგრესორებთან დაკავშირებით, ვერ ვიტან რუსულ აგრესორებს და მხოლოდ რუსული ბაზების აფეთქება მინდოდაო. როგორც ბექა ამბობს, ჩვენებასთან დაკავშირებით ზეწოლა არ ყოფილა. ის აცხადებს, რომ ტერორისტული აქტის ორგანიზატორი იყო“, - აღნიშნა ადვოკატმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საუბრისას.

 მისივე თქმით, უკრაინის მხრიდან არანაირ 50 ათასი დოლარის შეთავაზებაზე საუბარი არ ყოფილა.

 "დაზიანებები მიიღო ტყეში, როდესაც მისი დაკავება მოხდაის იყო სპეცრაზმელების მიერ ნაცემი“, - აღნიშნა მაია ჭრელაშვილმა.

 შეგახსენებთ, რომ სუს–ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2016 წლის 20 აგვისტოს, ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის ხუთი მოქალაქე: ბექა , ვლადიმერ , მინდია , ჯაბა . და ნური . დააკავა.

 ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან , დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე -  მოქალაქე ირაკლი .

 გამოძიების ინფორმაციით, დასახელებული პირები ამზადებდნენ სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას.